ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის აზრით, გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯიოღლის გასამართლება მკაცრად არ მოხდება. კანჯიოღლი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ არის დაკავებული და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯა არის ეროვნული ღირსების საკითხი. რა ფორმით და სიმკაცრით დაისჯება, რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოლოდინი, რომ აფხაზური მხარე მკაცრად გაასამართლებს გიგა ოთხოზორიას მკვლელს, არ მაქვს. სეპარატისტული რეჟიმი არაერთხელ გამოირჩა ამ მიმართულებით, როდესაც ეთნიკურად ქართველების მიმართ არაადეკვატურ ზომებს მიმართავენ, არა მხოლოდ კრიმინალთან მიმართებაში. სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის ობიექტურობაზე მსჯელობა ძალიან გამიჭირდება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.