ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აქციას მართავენ.
მათი თქმით, ტელეკომპანია რელიგიას შეურაცხყოფას აყენებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადადგომასა და „რუსთავი 2“-თვის ლიცენზიის შეჩერებას.
აქციაში მონაწილეობს სასულიერო პირიც.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.