„შალვა შავგულიძემ, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამართული დებატები პირწმინდად წააგო და მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა, რომ მისი წაგებული დებატები რამენაირად „გააპრავოს“, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მან პასუხები ელემენტარულ კითხვებზე არ გასცა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, შალვა შავგულიძისგან მსგავსი პასუხების გაცემას არ ელოდა.
„პასუხი ვერ გასცა, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები რატომ არ გაასაჩივრა, რისი გასაჩივრების უფლებაც მაშინდელი კანონმდებლობით ჰქონდა? ასევე, შეიძლება კითხვა დაისვას – უზენაესი სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს, რომელიც საკასაციო საჩივარს განიხილავდა, რა უნდა გაეკეთებინა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დაახვედრეს თავისი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე მოქმედებები? – რა უნდა გაეკეთებინათ, ამაზე იურიდიული ლოგიკა რაც არსებობს, შეუძლიათ, წარმოადგინონ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.