logo_geo
eng_logo
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს: კვიპროსი იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირში
- +

17 აპრილი. 2019. 20:22

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა.

 

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი და ისტორიული ვიზიტია საქართველოში.

 

ხაზი გაესვა ხალხთაშორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, როგორც მყარ საფუძველს სამომავლო  თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა, რომ კვიპროსი მზად არის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და იყოს საქართველოს სანდო ელჩი ევროკავშირში.  პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრინციპული პოზიციისთვის კვიპროსის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე ისაუბრა კვიპროსში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კვიპროსის მხრიდან ქართული დიასპორისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. ამასთან, კვიპროსის მხარისადმი გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება სამონასტროდ, უსასყიდლოდ, სრულ მფლობელობაში გადმოცემული მიწის ნაკვეთის გამო.

 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მაღალ მნიშვნელობას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner