დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა „რესპუბლიკელი" თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ქორწინებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე.
„ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს, ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება", -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს „აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს" უწოდებს.