logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა
- +

17 აპრილი. 2019. 21:25

 

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა.

 

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანა ს რეგლამენტით შესაძლებელია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა დღის პირველ ნახევარში კანონპროექტის განხილვის დაწყება.

 

„ვენეციის კომისიის დასკვა იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა ყველა ადამიანისთვის და პრაქტიკულად უმრავლესობის ყველა წევრს ქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ამ დასკვას, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ  ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილდა პლენარულ სესიაზე განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხომ უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში და სწორედ ტექსტის ეს რედაქცია გვსურს და სჭირდება დეპუტატებს, რომ ჰქონდეთ, რომ უკვე ხვალ გავაგრძელოთ განხილდა იმ წერტილიდან სადაც ტექსტში ასახული იქნება ეს რეკომენდაციები ძირითადად ამას უკავშირდება სხდომის განახლება ხვალ.  ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში არის რეგლამენტით შესაძლებელი მისი განხილვის დროს, შესაბამისად ის რეკომენდაციები რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა დღეს სწორედ პლენარულზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა ის რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ უკვე დღისპირველი ნახევრიდანვე კანონპროექტის განხილვა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner