ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას აზრით, ზუგდიდისთვის სანდრა რულოვსი კოშმარულ წარსულს უკავშირდება.
„ის უდრის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული ახლო წარსულია, სადაცაა უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, წინსვლა და არა ნაბიჯი უკან, ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არც დღეს და არც მომავალში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დაასახელა.