„ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ყველაზე დიდი და ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტში. იმ ერთ კონკრეტულ კომპონენტს, რომელიც არის უფრო შეფასებითი, ვიდრე რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება არ ვიჩქაროთ ყველა ვაკანსიის ათვისება და პოლიტიკურად მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, მე ამ სულისკვეთებას პირადად ვეთანხმები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი საკითხები რასაც აყენებდნენ სხვადასხვა ექსპერტები თუ პოლიტიკური ძალები იყო სრულიად აბსურდული, აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ვენეციის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ის რეკომენდაციები მოხვდა, რომელიც არის ლოგიკური.