„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტი იქნება კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მხრიდან თავის ნებას აფიქსირებს და მკაფიოდ გამოხატავს. ამ კანონპროექტის მიხედვით, ძალიან დიდი როლი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მათ შორის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, იმიტომ, რომ მათზე იქნება, მათ შორის, დამოკიდებული პარლამენტის წევრებამდე რა ინფორმაცია მოვა თითოეულ კანდიდატზე“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მსხვილ თემებთან დაკავშირებით, ხვალ დილით, უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც, კიდევ ერთხელ, დეტალურად მოხდება საკითხზე მსჯელობა, მათ შორის, მუხლების ფორმულირებებთან დაკავშირებით.