logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი
- +

17 აპრილი. 2019. 22:55

 

„საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსამართლე რომ არ დანიშნოს, მართლა გაჩერდება უზენაესი სასამართლო, მართლა გაჩერდება მართლმსაჯულების პროცესი და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ.რვა მოსამართლე რჩება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში.  რაღაც რაოდენობის მოსამართლეებით აუცილებლად დასაკომპლექტებელია უზენაესი სასამართლო და ეს დროულად გასაკეთებელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისი მოსაზრებით, სრულიად შესაძლებელია, რომ უზენაეს სასამართლოში გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები შემდეგი მოწვევის პარლამენტს გადაეცეს,  რომ არ იყოს ზედმეტი წუხილი საზოგადოებაში.

 

„მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და არც სხვებისგან ველოდები დიდი პრობლემის დანახვას ამ კუთხით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner