„ჯანდიერს, შავგულიძეს და მწარიაშვილს უთხარით, ის განაჩენი დაწერონ, რაც მურუსიძეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დაეწერა“, - განაცხადა ქართული ოცნების პიარ-კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.
„იმ ვითარებაში გახდენ ერთი წუთით მურუსიძენი, დასხდნენ და კალმით დაწერონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც სთხოვენ მურუსიძეს. როცა ისინი გადაწყვეტილებას დაწერენ ქაღალდზე და მოაწერენ ხელს, მოიშველიებენ კანონმდებლობას, საპროცესოს, მათ შორის, მერე ეს გადაწყვეტილება ავიღოთ, ავიღოთ მურუსიძის გადაწყვეტილებაც და მსოფლიოს სამ საუკეთესო იურიდიულ კომპანიას შევუკვეთოთ ექსპერტიზა, ესენი არიან მართლები, თუ ის იყო“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, დემაგოგიაა, როცა არ ისმება კითხვა, რომ მურუსიძე იყო ვალდებული გამოეტანა უკანონო განაჩენი.
„ეს შედეგი დააყენა იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დაგეგმა, ჯერ მოკლა, მერე მართლმსაჯულება გაამრუდა, მერე თავზე დაახია სამართალი, მერე შეიწყალა და გამოუშვა. მსხვერპლი იყო მთელი ქვეყანა, ერთი კაცის დიქტატის. ჩემთვის ასჯერ მძიმეა, უსამართლობას ვებრძოდი და ვაკრიტიკებდი, ახლაც მაწუხებს უსამართლობა, როდესაც რეჟიმის შემოქმედები, მკვლელები და მათი გამპრავებლები მას ეძახიან მკველს და ამაში ხელს უწყობ ადამიანი, რომელიც ჩვენს მხარეს იყო. ძალიან ხომ არ გავაყოყოჩეთ ყველამ ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდებიან? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას შალვა შავგულიძე, რომ მიუტევოს სისტემის ორგანიზატორებს, ბოკერიას მიუტევოს და არ მიუტევოს რიგით შემსრულებელს. მურუსიძე რიგითი შემსრულებელიც არ იყო. საიდან ეს უფლებამოსილება? ჯანდიერი ამბობს, რომ მურუსიძე არის ვირუსი და ბოკერია არის ანტივირუსი, სირცხვილი არ არის? აღარაფერი აღარ არის ამქვეყანაზე, რომ მურუსიძე ვირუსია და ბოკერია ანტივირუსი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილი „ტვ პირველზე“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას.