logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: შალვა შავგულიძე ტორტითა და შამპანურით ხელში გირგვლიანის საქმის შემოქმედების, სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს დადგა
- +

18 აპრილი. 2019. 00:38

 

„შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

ნაცვლიშვილის თქმით, ეს კამპანია არის ორი პარარელური პროცესი და მისი აზრით, აქ კამპანიას აწარმოებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და თუ „ქართულ ოცნებას“ უწევს საკუთარი ეთიკის, მორალის, კანონიერების და სამართლიანობის ფარგლებში უსინდისო შეტევებზე პასუხის გაცემა, ეს არის მხოლოდ რეაქცია. ამაზე არავინ არავის თავს არ ესხმის. თავს ესხმიან „ქართულ ოცნებას“:

 

 

„ასე უნდა მავანს, რომ გამოვიდეს. რეალურად, შალვა შავგულიძე არ გაუშიფრავს ბიძინა ივანიშვილს. შალვა შავგულიძე, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, გაშიფრა მისმა გადაწყვეტილებამ, როდესაც ის დადგა სისტემური ბოროტების ავტორების მხარეს და დაიწყო შეტევა ხელისუფლებაზე. ეს ეხლა ისეთი ცხადი ამბავია, რომ ამას ეხლა არც ჩემი კომენტარი, არც ბიძინა ივანიშვილი არ ჭირდება. მე მგონი, ადამიანი არ არის საქართველოში, ვინც თვალყურს ადევნებდა ზოგადად პოლიტიკას, იცის, რა არის გირგვლიანის საქმე, იცის, ვინ არიან გირგვლიანის საქმის შემოქმედები, როდესაც ამ შემოქმედთა გვერდით ხელში შამპანიურით და ტორტით დაინახა შალვა შავგულიძე, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის სახელით გვეგულებოდა სამართლიანობის სიმართლის სადარაჯოზე. როდესაც ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კანიბალები, ვეგეტარიანიზმს ქადაგებენ და ასე ესხმიან თავს ხელისუფლებას. იცით რა არის, სამართალიც კი იცნობს მოგერიების უფლებას. „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ოპერირებს ძალიან რბილი მოგერიების ფარგლებში, ანუ ის შეტევაზე არ გადასულა და თუ სადმე ვგრძნონბ მე ჩემს პასუხისმგებლობას, ზუსტად იმაში, რომ კონტრ შეტევა არ არის მძლავრი.

 

2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ, გამოტანა დასკვნა მთელი თავისი შემადგენლობით: შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შიდა სასამართლოები, სასჯელაღსრულება და პარლამენტი შეითქვა ერთი ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამ სისტემურ დანაშაულში შედიოდა რამდენიმე შტო. ეს გამრუდება სამართლის დაიწყო გამოძიებაში. გამოძიებას აწარმოებდა პროკურატურა, თბილისის პროკურორი, რომელმაც დაწერა გამრუდებული საბრალდებო დასკვნა, რომელმაც ერთის მხრივ, პირველი მახასიათებელი იყო, პირველი ინსტრუმენტი იყო, რომელიც ზღუდავდა ყველა სტადიის სასამართლოს, ყველა ინსტანციას. ეს იყო თბილისის პროკურატურა. ვინ იყო თბილისის პორკურორი, გიორგი ღვინიაშვილი. სად არის ეხლა გიორგი ღვინიაშვილი? ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის "ევროპული საქართველოს" წევრი, რომელთანაც ერთად ბატონიშავგულიძე გვპირდება ხელისუფლებაში მოსვლას.

 

რამდენი თვის წინ მმართველმა პარტიამ მოახდინა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიცირება და ნამდვილი გირგვლიანის შესწორებები ეს კი არ იყო, ნამდვილი გირგვლიანის შესწორებები იყო 2006 წელს, დანაშაულის ჩადენიდან პროცესის დაწყებამდე, როდესაც მმართველმა გუნდმა და მმართველი გუნდის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რეალური ლიდერი იყო გიგა ბოკერია, ის იმავდროულად ალბათ, გახსოვთ, იყო საპარლამენტო უმრავლესობის რეალური ლიდერი, და გაგახსენებთ ფიქრია ჩიხლაძის რიტორიკულ კითხვას ნინო ბურჯანაძისადმი - გიგა ბოკერია ქურდიაო?! დიახ, ის იყო ქურდი პარლამენტში. მოხდა ინიცირება სამი საკანონმდებლო აქტის. ეს იყო პატიმრობის კანონში ცვლილება, როცა მკვლელებს მიეცათ საშუალება, რომ ერთად ჩამსხდარიყვნენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანა იყო, სასჯელი ყოფილიყო ძალიან ლმობიერი:

 

„ხელისუფლების ამოცანა რა იყო?! ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო ძალიან ლმობიერი სასჯელი, იმ ლმოიბიერი სასჯელის პირობებში ამ აღმსრულებლებს ომერტა შეენახათ, არ გაეთქვათ მკვლელობის დამკვეთები. ლმობიერი სასჯელი გამოვიდა იმით, რომ შეიცვალა კოდექსის რამდენიმე მუხლი, მხოლოდ ის კი არა, რომ განზრახ მკვლელობით არ დაკვალიფიცირდა, რომელიც არის ღვინიაშვილის კისერზე, 119 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 12 წლამდე პასუხისმგებლობას და იქ იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მკვლელობიდან პროცესამდე ბოკერიას ინიციატივით გადაკეთდა 117 მუხლად, ზედა ზღვარი 10 წლით განისაზღვრა და განსაკუთრებით მძიმედან მძიმეზე ჩამოვიდა“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველზე“ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობის დროს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner