logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: თუ ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, შეიძლება, რეფერენდუმის ორგანიზება მოხდეს
- +

27 მაისი. 2016. 16:14



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ვერ დადგება, ცვლილებების ავტორებმა შეიძლება რეფერენდუმის ორგანიზება მოახდინონ.



უმცირესობის მხრიდან თემაზე სხვადასხვა პასუხები გვესმოდა, დაუჭერენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს. ნაწილი ამბობდა, რომ დაუჭერდა, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან ესსამოქალაქო კოდექსით" ისედაც განსაზღვრულია. მათი პოზიცია ვნახეთ, როცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და აქედან გამომდინარე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზეც. ამ საკითხთან მიმართებაში ეს კონკრეტული პასუხია, ისინი მხარს უჭერენ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას ქვეყანაში. მათი მხრიდან ირიბი, მაგრამ ნათელი პასუხი იქნა მიღებული", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.



პარლამენტში დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვით, კონსტიტუციაში დაკონკრეტდება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner