logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი თბილისის სომხური თეატრის სპექტაკლს დაესწრო
- +

18 აპრილი. 2019. 11:58

 

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი ერევანს სტუმრობს.

 

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სპექტაკლს „შემოდგომის დაისი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, უფროს ქალიშვილთან მარიამთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაზერი ღარიბიანთან ერთად დაესწრო.

 

თეატრში იმყოფებოდა სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძეც.

 

 

 

 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner