logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეების რაოდენობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ...
- +

18 აპრილი. 2019. 13:01

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ და კონსულტაციებს გავმართავთ სასამართლო ხელისუფლებასთან“, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ, რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, განვიხილავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. კონკრეტულად რომელიც ეხება მოსამართლეების რაოდენობას, აქ ვენეციის კომისია მოგვმართავს თხოვნით, რომ გავიაროთ კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან. ჩვენ ამ კონსულტაციებს აუცილებლად გავივლით, მივყვებით რეკომენდაციებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner