logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: არასდროს ყოფილა „რომეო და რომეო“, „ჯულიეტა და ჯულიეტა“!
- +

28 მაისი. 2016. 21:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მომხრეა, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაზუსტდეს და ჩაიწეროს, რომ „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას".



ლიტერატურაშიც ეს ტენდენცია არასდროს წამოწეულა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევდა თანაგძნობას. არასდროს არ ყოფილა  რომეო და რომეო", ჯულიეტა და ჯულიეტა", რატომ არ შეიძლებოდა მაშინ ასეთნაირად ყოფილიყო? იზოლდა და იზოლდა", ტრისტანი და ტრისტანი" და .. არ დამდგარა ეს საკითხი მე-20 საუკუნის ბოლომდე და 21- საუკუნის დასაწყისამდე. მერე უკვე წამოვიდა ეს ტენდენციები ხელოვნებაში და დღეს თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ, თუნდაც კინემატოგრაფიას ან მხატვრობას, იქ უკვე თითქმის შეუძლებელია ,ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამდაგვარი. ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება რომეო და რომეო", ჯულიეტა და ჯულიეტა". მიუხედავად ამისა, ეს არ იწვევს თანაგრძნობას, იმიტომ რომ ეს არ არის ნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, ეს არ არის ორგანული.

ქორწინების საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერას არავინ აპირებს. ჩვენ გვინდა, ის, რაც არის, იყოს კანონის დონეზე და არასდროს მოხდეს ამის გარკვეული ინტერპრეტაციები, რისი საფუძველიც ხშირად არის ხოლმე", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner