logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: ანაკლიის პორტს არ ვაფინანსებთ, იდეაში, შეიძლება დავაფინანსოთ
- +

18 აპრილი. 2019. 13:30

 

„ანაკლიის პორტს არ ვაფინანსებთ, იდეაში, შეიძლება დავაფინანსოთ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხის კომენტირებისას განუცხადა.

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გამოყოფილია თუ არა აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი განმარტავს, რომ დააფინანსებს თუ არა ფონდი ანაკლიის პორტის მშენებლობას 100-მილიონიანი სუბორდინირებული კრედიტით, დამოკიდებულია ინვესტორების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

 

„თუ პორტის ინვესტორები შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, პორტის მშენებლობა 100 მლნ დოლარის ფარგლებში დააფინანსოს და ეს მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ საშუალებით. ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას შემდეგ გამოიყოფა, რაც ამის აუცილებლობა დადგება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კაპიტალის შესავსებად სუბორდინირებული სესხის სახით, 100 მლნ დოლარს „საპარტნიორო ფონდისგან“ მიიღებს, რომლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner