პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ, კანონპროექტის მომხსენებელმა - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სირცხვილია მათი ქცევა და დამშვიდებისკენ მოუწოდა.
„კოლეგებო, არ გსურთ მოსმენა? სირცხვილია! საზოგადოებას გავაგებინოთ, რაზეა საუბარი. გეშინიათ ამისი? აგიხსნით ყველაფერს“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.
ამასთან, ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას შეეკამათა.
„შენ გაჩუმდი მანდ. ჭკვიანად იყავი“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას.