მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა იმართება.
მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს კითხვით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მას და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაიას თქმით, მას კითხვის დასმა არ აცალეს.