logo_geo
eng_logo
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
- +

18 აპრილი. 2019. 15:14

 

 

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა იმართება.

 

მსვლელობის დაწყებამდე შალვა შავგულიძეს კითხვით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მიმართა, რასაც მას და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაიას თქმით, მას კითხვის დასმა არ აცალეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner