logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კანონში იმპერატიულად დავწეროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საკვალიფიკაციო გამოცდას არ აბარებს
- +

18 აპრილი. 2019. 15:58

 

 

„რადგან ვთანხმდებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჩააბარონ, ჩავწეროთ იმპერატიულად, რათა არანაირი ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს“, -  აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

 

„ნორმაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შესახებ ეჭვი რომ არავის შეეპაროს და პრაქტიკაში ამის ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს, კანონში იმპერატიულად დავწეროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გამოცდას არ აბარებს. სხვაგვარი აღქმის საშუალება არ უნდა იყოს და ეს ჩვენს ოპონენტებსაც არ ჰქონდეთ სალაპარაკოდ“,- განაცხად მამუკა მდინარაძემ.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირებული ვარიანტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner