logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ!
- +

27 მაისი. 2016. 16:20



პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და პოლიტიკური პარტიების შანსებზე ისაუბრა. ძაბირაძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები საერთოდ აღარ გააჩნია, რადგან მისი სტრატეგია ოთხი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.


„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 200 ათასი ხმა, რომლის  მომატების რესურსი არ გააჩნია. ლაპარაკობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, თუმცა, ამის შანსი არ არსებობს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში,  „ნაციონალების" ლიდერებმა და სააკაშვილმა ქართველ საზოგადოებას  ცალსახად უთხრეს, რომ არ შეცვლილან.  ახალი ათეული ეყოლებათ თუ არა, ეს ხალხის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. ყველამ ვიცით, რა „ანგელოზები" იყვნენ და როგორ მართავდნენ ქვეყანას",- განაცხადა ძაბირაძემ.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner