logo_geo
eng_logo
საქართველო სლოვაკეთთან დაპირისპირების მოლოდინში
- +

27 მაისი. 2016. 16:30


 

დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე, ავსტრიის ქალაქ ველსის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს „ჯვაროსნებისთვის" მიმდინარე შეკრებაზე პირველი სპარინგ-მატჩი იქნება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბოლო ვარჯიში 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარა. მაღალი ტემპერატურის გამო, არ უვარჯიშის თბილისის „დინამო" მარჯვენა მცველ უჩა ლობჟამიძეს, გიორგი ჭანტურია კი, გუნდს ავსტრიაში გუშინ შეუერთდა და საწვრთნელ პროცესს ხვალიდან დაიწყებს.


ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები ავსტრიაში 23 ფეხბურთელით იმყოფება. „ხიმნასტიკის" ღირსების დამცველი გიორგი აბურჯანია გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება. ფიფა-ს რეიტინგში 32-ე გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველად ვაისის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:


მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო");


მცველები: გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია („რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო" თბილისი), ლაშა დვალი („სლასკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო" თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო" თბილისი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე („ტეპლიცე", ჩეხეთი);


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია („ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია („სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („ესკიშეჰირსპორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო" თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („დინამო" თბილისი);


თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია („დინამო" თბილისი), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი", გერმანია).


საქართველოს ნაკრებისთვის დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანია, რათა გუნდმა რამდენიმე ახალი ფორმაცია გამოსცადოს და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს. რაც შეეხება სლოვაკეთს, გუნდი ევრო 2016-ის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობს და ტურნირის წინ, მათთვის „ჯვაროსნები" ნამდვილად კარგი სპარინგ-მეტოქეები იქნებიან.


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner