logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: სამწუხაროა, რომ შალვა შავგულიძეს პროტესტი არ უჩნდება „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ
- +

18 აპრილი. 2019. 18:00

 

 

„სამწუხაროა, რომ შალვა შავგულიძეს პროტესტი აქვს სასამართლოსთან, რომელიც კვლევებით, საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს და პროტესტი არ უჩნდება „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ვითომდა სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს სააკაშვილის რეჟიმთან და ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ.

 

„ევროპულ საქართველოს“ სასამართლოს პრობლემა ახლა გაახსენდა. სინამდვილეში ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ძველმა და ახალმა განშტოებებმა სასამართლოზე სრული კონტროლი მოიპოვონ. მათი ამოცანა ესაა. სამწუხაროა, რომ შავგულიძეს პროტესტი აქვს იმ სასამართლოსთან, რომელიც კვლევებით საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში წინ არის წასული წინა და კარგ პოზიციებს იკავებს. მას არ უჩნდება პროტესტი „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ. მას პროტესტი არ უჩნდება არც „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმართ. ეს წარმოუდგენლად არალოგიკური დამოკიდებულებაა და შალვა შავგულიძეზე კარგად არ მეტყველებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner