logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: გიორგი ქობულიას საქმიანობას დადებითად ვაფასებ
- +

18 აპრილი. 2019. 18:24

 

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

ამასთან, დეპუტატი გიორგი ქობულიას საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ამპლუაში დადებითად აფასებს.

 

გიორგი ქობულიას საქმიანობას დადებითად შევაფასებდი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაუშვეს, არ მაქვს. არავითარი კონფლიქტის თაობაზე არ გამიგია“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

 

ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ, მას მიმართოთ“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner