logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: საერთაშორისო საზოგადოება ამ რეფერენდუმს არ აღიარებს!
- +

27 მაისი. 2016. 16:37



პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზ ისაუბრა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს ჩატარდება. ამის შესახებ დოკუმენტს ხელი სამხრეთ ოსეთის და-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა ანტოლი ბიბილოვმა მოაწერეს. ძაბირაძის აზრით, რეფერენდუმის მოხდება ოკუპაციის გადაფარვა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მისი აღიარება არ მოხდება. 



„რეფერენდუმი ახალი არ არის, ასეთი იდეები ადრეც იყო სამაჩაბლოში. საერთაშორისო საზოგადოება ამ რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ ფარგლებში, რომელიც  გაერო-ს მიერ იქნა აღიარებული. მსოფლიოს იურიდიული და სამართლებლივი თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით  რეფერენდუმს  ძალა არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელება მოჰყვება რეფერენდუმს, ეს იქნება მცდელობა ოკუპაციის გადაფარვის და  გაკანონიერების", - განაცხადა  ძაბირაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner