logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: აზარტული თამაშების წინააღმდეგ მუშაობა უნდა გავააქტიუროთ
- +

18 აპრილი. 2019. 20:00

 

 

სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს. გამოკითხვის ეს შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა“ გამოაქვეყნა. გამოკითხვის საგანგაშო ციფრები „ახალ თაობასთან“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში არაერთხელ მიმდინარეობდა მსჯელობა.

 

„ის, რომ სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს, ჩემი აზრით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია და უნდა მოხდეს შემზღუდავი ნორმების და რეგულაციის ამოქმედება. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთჯერადად მიმდინარეობდა საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

 

ჯაშის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი აზარტული თამაშების წინააღმდეგ მუშაობას გააქტიურებს.

 

„აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდი მუშაობდა და მუშაობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდანაც იყო შემოთავაზება, რომ მომხდარიყო დამატებითი განხილვა ამ ინიციატივის, თუმცა კენჭისყრაზე მაინც პირვანდელი სახით დადგა კანონპროექტი. აზარტული თამაშების მიმართ მუშაობა უნდა გავააქტიუროთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner