logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ამიტომ არ დავუჭირე მხარი კანონპროექტს...
- +

18 აპრილი. 2019. 20:51

 

 

რატომ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს „აზარტული თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებთ“  - ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.

 

„აღნიშნული კანონპროექტის აკრძალვები ითვალისწინებდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო არანაირი სარეკლამო ბანერები, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეულ პრინციპებზე ვართ ჩამოსაყალიბებლები - საერთოდ ვკრძალავთ აზარტულ თამაშებს თუ ეს ნებაყოფლობითია და დასაშვებია ტურისტებსა და სრულწლოვანი ადამინებისთვის. კანონპროექტში იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, გარე რეკლამა აკრძალული იყო, თუმცა სატელევიზიო და თუნდაც სპორტულ გადაცემებში, დოკუმენტის ავტორი რეკლამებს არ კრძალავდა. რაც, ვფიქრობ, მიკერძოებული დ არასწორი პოზიცია შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ არ დავუჭირე მხარი ამ კანონპროექტს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა ნინო წილოსანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner