ნოტრ-დამის აღსადგენად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 500 ათას €-ს გამოყოფს. ინფორმაციას „France 24“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა.
„2024 წლის თამაშებისთვის რეკონსტრუქციის დასრულება დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის“, - წერს თომას ბახი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5 წელიწადში გეგმავს.
16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში ნოტრ-დამის აღსადგენად 680 მილიონ $-ზე მეტი შეგროვდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.