logo_geo
eng_logo
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნოტრ-დამის აღსადგენად 500 ათას €-ს გამოყოფს
- +

19 აპრილი. 2019. 00:20

 

 

ნოტრ-დამის აღსადგენად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 500 ათას €-ს გამოყოფს. ინფორმაციას „France 24“ ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა.

 

„2024 წლის თამაშებისთვის რეკონსტრუქციის დასრულება დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის“, - წერს თომას ბახი.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5 წელიწადში გეგმავს.

 

16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში ნოტრ-დამის აღსადგენად 680 მილიონ $-ზე მეტი შეგროვდა.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner