რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „Россия 24“ რობოტი წამყვანი წარადგინა. ის ახალი ამბების ანონსებში უკვე გამოჩნდა. ამის შესახებ „BBC“ წერს.
ალექსი - ასე ჰქვია რობოტს, რომლის გამოჩენამაც ტელემაყურებლების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც ტელეარხი რობოტის მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.
რობოტის განვითარებაზე კომპანია Promobot-მა რუსეთის ქალაქ პერმში იმუშავა. რობოტს სილიკონის თავი აქვს და კომპანიის თანადამფუძნებლის - ალექსეის იუჟაკოვის მსგავსია. ალექსზე $15,600 დაიხარჯა.
ამ ეტაპზე რობოტ ალექსს სახის მიმიკების მიღება და კისრის მოძრაობა შეუძლია.