„სირია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას იმედოვნებს და ამაში დიდ პოტენციალს ხედავს“, - ამის შესახებ სირიის ეკონომიკის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, შევძლებთ, შემდგომშიც განვავითაროთ ჩენი თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური ხელშეკრულებების ფარგლებში. ჩვენს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიდია, თუმცა არის რიგი სირთულეები, რომელიც უნდა გადავლახოთ“, - განაცხადა სამერ ალ-ხალილმა.
სამერ ალ-ხალილის თქმით, „ბოლო წლის განმავლობაში სირიამ შეძლო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება და ახალი არხების ჩამოყალიბება“.