„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მივმართავდი და მივმართავ, რადგან მე მისი გუნდის წარმომადგენელი ვარ და ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით, არ შემიძლია, რომელიმე სხვა ადამიანს მივმართო", - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო პოსტზე იმყოფებოდა, პრობლემების გადაჭრა ეფექტურად და სწრაფად ხდებოდა.
„ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება",-აღნიშნა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა.