logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია ქობულიას გადადგომაზე: ცვლილებები დროის მოთხოვნაა - ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები
- +

19 აპრილი. 2019. 12:19

 

„სულ ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები არის დროის მოთხოვნა - ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები“, - ასე ეხმაურება დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

„ცვლილებები, გადანაცვლებები, მეორე სუნთქვის გახსნა არის თვეების ამბავი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მისი დამფუძნებელი და ამ დროის შემქმნელი. ასე რომ, ბუნებრივია, მისი გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება - ცვლილებები არის აუცილებელი“, - განუცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მოაწერა ხელი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner