logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩვენი წილი ტვირთი ყველამ ვატაროთ!
- +

27 მაისი. 2016. 17:02



ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით დაიწყო პროგრამა, რათა „მძიმედ შეჭირვებული, მაგრამ ღირსეული ჩვენი მოქალაქეები დაგვესახლებინა და დაგვესაქმებინა ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე".



უპატრონოდ დარჩენილ მიწას, ნაჭერ-ნაჭერ, სხვა დაეპატრონება!ირობები, პროგრამები, პროექტები უნდა გაკეთდეს, რომ ხალხს სურვილი და საშუალება გაუჩნდეს, საზღვრებზე დასახლდეს, დასაქმდეს და საკუთარი საზღვარი მიტაცებისგან დაიცვას! სწორედ ამ საქმით ვიყავით დაკავებული მე და ჩემი გუნდი საკრებულოშიც და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურშიც, რომ მძიმედ შეჭირვებული, მაგრამ ღირსეული ჩვენი მოქალაქეები დაგვესახლებინა და დაგვესაქმებინა ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე. ეს წამოწყება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, პრმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კაბინეტის მხარდაჭერით დავიწყეთ!... მინდა გითხრათ, რომ სულ მალე დავაფუძნებთ არასამთვრობო ორგანიაციას, რომლის უშუალო მიზანი იქნება, რომ პროექტი საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების (ასევე უკვე ემიგრანტებისაც) დასახლების შესახებ გაგრძელდეს!!! პროექტის განხორციელებისას აუცილებელია ისრაელის გამოცდილების გაზიარება. ამ ქვეყანამ მოშავის ტიპის სასოფლო-სამეურნეო დასახლებების შექმნით, ერთობლივ საბაზრო საქმიანობაზე კონცეტრირებითა და რესურსების სწორად განაწილებით, მიუხედავად მისი კლიმატური პირობებისა (შეზღუდული წყლის რესურსი, საკმაოდ ცხელი კლიმატი, უნაყოფო მიწები) და მტრულად განწყობილი მეზობლებით, შეძლო მისი საზღვრების დაცვა და სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანად ჩამოყალიბება! იმედია რომ გულისწუხლიანი განცხადებების კეთების ნაცვლად, მხარში დაუდგება ბევრი ქართვლი ამ პროექტს! მეტ ბიძგს მისცემს მთავობასაც, რომ მეტი გამბედაობით, შემართებით გააგძელოს ეს საქმე! ზარებიც უნდა ვარისხოთ და აბჯარიც უნდა ვუქსოვოთ ქვეყანას! არ უნდა გვინდოდეს, რომ მხოლოდ ერთი კაცი ატარებდეს მთელი ქვეყნის ტვირთს... ჩვენი წილი ტვირთი ყველამ ვატაროთ! სამწუხაროდ ყველა წამოწყებას ხშირად დავცინით, ვაქილიკებთ, უიმედოდ შევყურებთ! იმედგადაწურულ ერად ვიქეცით! მიზეზი?! ხშირად უცოდინარობა და ზედმეტი ამბიციურობაა, რომელიც ჯანსაღ ანალიზში და მსჯელობაში გვიშლის ხელს! სიზარმაცე, რომელიც საქმის დაწყებისა და პასუხისმგებლობის აღების საშუალებას არ გვაძლევს.. იოლია სხვაზე დაბრალება, სხვისი გაწირვა, სხვის ხელში ყურება! ოღონდ ჩვენ სხვა არ გვყავს! ჩვენ, ყველა, ქართველები ვართ! ჩვენ, ყველა, თანაბრად ვჭირდებით და ვეიმედებით დედა სამშობლოს! მე მაქვს გეგმა! შენ?! შენც გაქვს, ეს გეგმა შენიცაა, თითოულო ქართველო! ერთად დავხვეწოთ და ერთად განვახორციელოთ უკვე დაწყებული პროექტი!!!! დავასახლოთ და გავამრავლოთ საზღვარზე ერი!!! ერმა (არა ლგამოწვდილმა, არმედ-დოვლათის შემქმნელმა) უნდა დაიცვას და აშენოს ქვეყანა! ამის წარმატებით განსახორციელებლად, გვერდში დავიყენოთ ხალხი (ებრაელები), ვინც შეძლო, უდაბნოში აეხდინა ყველაზე დიდი ოცნება - შეექმნა წარმატებული, ძლიერი, გამარჯვებული სახელმწიფო!!!" - ნათქვამია ირაკლი შიხიაშვილი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner