logo_geo
eng_logo
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალს სამი ნიღბიანი დაესხა თავს
- +

19 აპრილი. 2019. 13:44

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ვარკეთილში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა ბანკის გახსნიდან მალევე სამმა ნიღბიანმა პირმა განახორციელა.

 

როგორც „პირველ არხს“ ყაჩაღობის ადგილას მყოფებმა განუცხადეს, ბანკის შენობიდან დაახლოებით სამი გასროლის ხმა გაისმა.

 

არსებული ინფორმაციით, დაზიანებები ბანკის ორმა მომხმარებელმა ქალმა მიიღო, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

 

ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. პირველ არხთან საუბრისას სასწრაფოს ექიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაშავებულები იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრნენ.

 

„არც ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არ არის“, - აღნიშნა სასწრაფოს ექიმმა.

 

სამართალდამცველები, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

 

თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დღეს დააყაჩაღეს.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner