ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებისას დაშავებული ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრის ინფორმაციით, დაშავებულს კეფის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, აღენიშნება სისხლჩაქცევები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული ქალის დამ განუცხადა, დაშავებულს კლინიკაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით დატოვებენ.
„დამარტყეს, წამაქციეს და გონება დავკარგეო, - დამირეკა და ასე მითხრა ჩემმა დამ. დაზიანება კეტით თუ რკინის ბლაგვი საგნით მიაყენეს“, - განაცხადა დაშავებულის დამ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დღეს დილით დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები „ამტელ ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილები.