logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა
- +

19 აპრილი. 2019. 14:29

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა და ის 1500 ლარით დააჯარიმა. ჩხეტიას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

 

ჩხეტიას თქმით, მან მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა საქმეზე შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ირაკლი ფაცაციას მიმართ მოკვლევა დაიწყოს.

 

მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ენმ-ს კიდევ ორ წევრთან ერთად დააკავეს და მას 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner