პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. ამის შესახებ მეჭიაური „რეზონანსს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ იგი თავად აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას.
როგორც მეჭიაურმა განაცხადა, მას საზოგადოებაში იმდენი რეიტინგი აქვს, რომ თავის გატანა დამოუკიდებლადაც კარგად შეუძლია.
„ჩემს პარტიაში მხოლოდ ის ხალხი მოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იქნება. ივანიშვილი შეიძლება ამერიკაზე დიდ იმედებს ამყარებდეს, მაგრამ მას ქვეყანა ძალიან უყვარს. მე ზოგიერთებივით არ მოვიქცევი, რომლებმაც მისი დაფინანსებით და დახმარებით ყველაფერს მიაღწიეს, ახლა კი მას ლანძღავენ. რა რადიკალური გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, ყოველთვის აღვნიშნავ - ხმამაღლა ლაპარაკის საშუალება არ მექნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს მეჭიაური.