logo_geo
eng_logo
ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს
- +

19 აპრილი. 2019. 15:40

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

 

ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.

 

პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას უკავშირდებოდა.

 

ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner