logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ
- +

19 აპრილი. 2019. 16:00

 

„მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად,  ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner