logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს...
- +

19 აპრილი. 2019. 16:04

 

„ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ყველგან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს, იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

პრემიერის განცხადებით, 20 სკოლაა უკვე გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობელს და დამატებით კიდევ 6 სკოლა გაიხსნება.

 

„ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ემოციურ საკითხს წარმოადგენს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩემი ან ჩემი მთავრობის წარმომადგენლის ინიციატივის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და მას სრულიად არაჯანსაღი ფორმა ეძლევა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში. მე ამ საკითხს სახელმწიფოებრივად და ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც ვუდგები, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები. მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით - ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა - ილია ჭავჭავაძემ - „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი. ისევე, როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვხელმძღვანელობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე - ბუნებრივია, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია -  რა თქმა უნდა, აქ შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ეტაპობრივად გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორში, რომლის მიხედვითაც ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს. ბიუჯეტის მეოთხედს. ეს თანხა 2022 წელს იქნება 3,4 მლრდ ლარი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner