ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში იცვლება სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).
ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.
ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც.