logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას „ნაგავი“ უწოდა
- +

19 აპრილი. 2019. 18:41

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა.

 

ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

 

გარდა უწმაწური სიტყვებისა, პაპუაშვილმა ბოკერიას სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართა, მათ შორის, ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაგავი“ უწოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner