logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
- +

19 აპრილი. 2019. 20:37

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

 

ღონისძიებაზე წარადგინეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი საქართველოდან და ასევე ,,ევროპა ნოსტრას“ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი.

 

ამავე ღონისძიებაზე ნინო ანანიაშვილი "ევროპა ნოსტრას" პრეზიდენტად დაასახელეს.

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია დღეს საქართველოშია და აღიარებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლს.

 

,,ეს არის სწორედ ჩვენი გზა - ,,მეტი კულტურული ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპის კულტურაში!“ ,,ევროპა ნოსტრა" ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მთელ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოფიციალურ უწყებებს.

 

,,ევროპა ნოსტრა" აღიარებს, რომ დავით გარეჯი საფრთხის ქვეშაა და დასაცავი ძეგლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავით გარეჯის გადასარჩენად  მობილიზაცია მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner