ბანალური შური და პოლიტიკური პოზიცია - კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია და ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, ქართული სერიალების დაფინანსებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე POSTV-ის გადაცემაში საუბრობენ.
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია და ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ს გადაცემაში “ტვ პირველის” იმ თოქ-შოუს არჩევენ, რომელშიც ქართული კინოსა და სერიალების დაფინანსების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას განიხილავდნენ.
გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია დისკუსიის მონაწილეთა ჯგუფის კომპეტენციას აკრიტიკებენ, რომელიც ამ ინიციატივას ნეგატიურად აფასებს.
მათი აზრით, ასეთი პოზიციების მქონე პირებმა - გია ჭანტურიამ, ნიკა ქავთარაძემ, მიშა მშვილდაძემ თემის განხილვისას უხეში უცოდინრობა და პოლიტიკური ანგაჟირებულობა გამოავლინეს, ხოლო ქართული კინოსა და სერიალების დაფინანსებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ ბანალური შურითა და პოლიტიკური პოზიციით აიხსნება.