აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს. ამის შესახებ „Atlantic“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჯო ბაიდენი სენატში 36 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს კი 8 წელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
76 წლის ასაკში ის მეორე უხუცესი კანდიდატი იქნება ბერნი სანდერსის შემდეგ, რომელიც 77 წლისაა.
ბაიდენის განცხადების შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატების რიცხვი დემოკრატებიდან 19-ს მიაღწევს.