სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.