logo_geo
eng_logo
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს
- +

20 აპრილი. 2019. 13:49

 

 

„ბათუმში ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა“, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილზე დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომხდარს უწყებაში არსებული შესაბამისი კომისია შეისწავლის.

 

„ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის #1-ში ხანძრის შედეგად დაიწვა 400 - მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართი. დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები. ვითარებას ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner