პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" წარმომადგენელი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ბოკერიას გუშინდელი გამოსვლის მერე, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ „ნაციონალები" რამეს ნანობენ და რამე ისწავლეს, ეს ილუზიაც უნდა გაქრობოდა!
„ორი დღეა ხელისუფლებას ვაკრიტიკებ ზუგდიდში მომხდარი სამარცხვინო ცემატყეპის გამო, მაგრამ არ შემიძლია, დღეს არ გამოვეხმაურო გიგა ბოკერიას გუშინდელ არანაკლებ სამარცხვინო გამოსვლას, „რ2"ის ეთერში, სადაც მან ფაქტობრივად კარალეთის შემთხვევის „გაპრავება" სცადა და იმის მტიკიცებას მოჰყვა, რომ თურმე კარალეთი უფრო მსუბუქი შემთხვევა ყოფილა, ვიდრე კორცხელის ამბები. პლუს, ისე ლაპრაკობდა, თითქოს ეს „ნაციონალური მოძრაობის" დროს მომხდარი ძალადობის ერთადერთი შემთხვევა იყო. თავი რომ დავანებოთ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ოპოზიციის ლიდერების სასიკვდილოდ ცემას (ზურაბ აბაშიძე, კობა დავითაშვილი), საკმარისია მათი ზონდერების მიერ მხოლოდ ბეჟან გუნავას ცემა გავიხსენოთ სამეგრელოში. ერთ კაცს ორმოცი ზონდერი რომ სცემდა. მე არ ვარ მომხრე, რომ სულ წარსულზე ვილაპრაკოთ, რადგან დღეს ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ბოკერიას გუშინდელი გამოსვლის მერე, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა ილიუზია, რომ „ნაციონალები" რამეს ნანობენ და რამე ისწავლეს, მგონი ეს ილუზიაც უნდა გაქრობოდა!" - წერს მერაბ მეტრეველი „facebook"-ზე.